Saturday, March 13, 2010

პროექტი[ სათაური]

1. პროექტის სახელი:ანა კალანდაძე_ “კვლავაც მუხლს გიყრის მლოცველი გველი”


2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები შეისწავლიან ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაიღრმავებენ ცოდნას/დაგეგმავენ საინტერესო ღონისძიებებს.

ძვირფასო ანა!
“ჯიხვთა საუფლოს ფარვენ ნისლები,”
“კვლავდაკვლავ სცვივათ ჭიუხებს ლოდი,
”ბერდედა ისევ ჩაჯდა ყორესთან,
ისევ გეძახით-გიამბო, მოდი!
ალბათ, მოსწყურდით შუაფხოს სერებს,
ქუთხისგორს გელით ბურვილი მთვარე,
მორთო არაგვმა ჩხრიალი მერე,
წიკლაურებით აივსო არე.
კვლავაც მუხლს გიყრით “მლოცველი გველი”,
გელით გეჯურა, მზის გულზე მჯდარი
რათა გიამობოთ ბოსტანთიაზე,
უნდა, გაამოთ მისი სტუმარი.
ჩემმა გურიამ ძუძუ გაწოვათ,
ქუთათურთ ქარმა გიმღერათ ნანა,
უკვდავება კი გარგოთ ღვთაებამ,
ძვირფასო ანა, ძვირფასო ანა!
მედეა ნაცვალაძე
3. პროექტის სრული აღწერა:
ანა კალანდაძის შემოქმედების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლისათვის. ისინი აუდიო და ვიდეო მასალით გაეცნობიან პოეტის ბიოგრაფიას, პოეზიას. სკოლაში ჩატარდება ღონისძიებები: ლიტერატურული კითხვა, კონფერენცია, ვიქტორინა, ლიტერატურული საღამო. მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისში. პატივს მიაგებენ მის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში.
4. მოსწავლის ასაკი: მე-7, მე-8. კლასის მოსწავლეები.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისი_ივნისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
• შეიქმნება საპროექტო ჯგუფი;
• განაწილდება ფუნქციები, ვინ იქნება კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგებზე პასუხისმგებელი;
• ვინ რა ღონისძიებას მოამზადებს და როდის;
• ვინ იქნება შემსრულებელი;
• ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი;
• ვინ წარმოაჩენს შეფასებას, ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
7. მოსალოდნელი შედეგები:
• ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლაში;
• გამოუშვებენ კედლის გაზეთს;
• გამოუშვებენ პოეტისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ ჟურნალს;
• მოეწყობა ლიტერატურული კითხვა;
• ჩატარდება კონფერენცია;
• ჩატარდება ვიქტორინა;
• მოეწყობა ლიტერატურული საღამო;
• მოეწყობა სასწავლო ექსკურსია თბილისში.
8. სარგებლობა სხვებისათვის:
• შესაძლებლობა ექნებათ პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვებ_გვერდის ნახვის, სადაც გაეცნობიან ჩემს ინტერვიუს ანა კალანდაძესთან;
• ისარგებლებენ ვებ_გვერდზე განთავსებული მასალებით;
• დაესწრებიან სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს;
• გაეცნობიან ლიტერატურულ ჟურნალს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
10 მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
სხვა სკოლებს შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში ან განახორციელონ საკუთარ სკოლაში.
11საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, უცხოენა.ქართ. მე-6. 1. მოსწავლე გეგმავს და ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.ქართ. მე-6. 2. მოსწავლე ეფექტურად იყენებს დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფურ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს.ქართ. მე-7. 4. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;ქართ. მე-7. 11. მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით.ქართ. მე-7. 12. მოსწავლე ირჩევს წერილობით ტექსტების ფორმასა და სტილს, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.ქართ. მე-9. მოსწავლე ისმენს და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისებს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.ქართ. მე-10. 8. მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.ქართ. მე-10. 11. მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.ქართ. მე-10. 14. მოსწავლე წერს გამოხმაურებას წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.ქართ. მე-11. 1. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.ქართ. მე-11. 10. მოსწავლე წერს სხვადასხვა სახის ესეს.
12. პროექტისავტორი: მედეა ნაცვალაძე.
13.ავტორის ელ.ფოსტა: mnatsvaladze@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mnatsvaladze.blogspot.com